ელიფ შაფაქი ორენოვანი თურქი მწერალია, რომელიც თურქულ და ინგლისურ ენებზე წერს.
ის თანამშრომლობს აშშ-ს და ევროპის პრესასთან, არის საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრი, ჩართულია ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში.
შაფაქი თავის წიგნებში საკმაოდ მძიმე თემებზე საუბრობს, წიგნების უმეტესობა ისტორიული ელემენტებითაა სავსე.
„ელიფ შაფაქის წიგნი ”ღირსება„ მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ალბათ, ყველას გვიფიქრია, რა არის ღირსება, როდის შეიძლება ადამიანი ღირსეულად ჩაითვალოს და როდის – არა.
“ამ კითხვებზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრი არსებობს ღირსების შესახებ.”

