„ხმა ქართველი ქალისა“
დიდი პატარა პროტესტები
“ჩემი ჩართულობა პატარა პროტესტებიდან დაიწყო. ვიდექი ადამიანების შრომითი უფლებების დაცვის პროტესტებზე. ამ დროს, მქონდა შეგრძნება, რომ პროტესტებში ჩემი მონაწილეობა არასაკმარისი იყო, თითქოს ამ ადამიანებამდე ჩემი, როგორც ცალკეული ადამიანის ხმა არ აღწევდა. რაც შეეხება დიდ პროტესტებს – მქონდა შეგრძნება რომ აზრთა სხვადასხვაობა უფრო დიდი იყო ვიდრე ერთიანობა.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან ბავშვებთან ვმუშაობ. ვფიქრობ, როცა ბავშვები გიყვარს, უფრო სენსიტიური ხარ უსამართლობის მიმართ, და რომ ადამიანები, რომლებსაც ბავშვებთან უმუშავიათ, უფრო ემპათიურები არიან, შეიძლება ვცდები მაგრამ ასე მგონია. როცა ეს გამოცდილება გაქვს, როცა უსამართლობას ეჯახები, საკუთარ თავს ფარად აქცევ, რომ ადამიანები დაიცვა.
რაც არჩევნები გაყალბდა, მას შემდეგ, ამ პროტესტის ნაწილი ვარ. დაწყებული პატარა აქციებით, დამთავრებული 28 ნოემბრის შემდეგ ამოხეთქილი დიდი პროტესტით. არ ვიცოდი, სად წამეღო ბრაზი, რაც მქონდა, ჯერ მმართველი პარტიის, შემდეგ ოპოზიციის მიმართ… ვერ ვხვდებოდი, რატომ გვჭირდებოდა მაინცდამაინც ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერებამდე საქმის მიყვანა, რომ ასეთი ძალით ამოეხეთქა პროტესტს… 28 ნოემბერი არ ყოფილა ჩემთვის გადამწყვეტი, რადგან მანამდეც ვიყავი წინააღმდეგობაში, მანამდეც მქონდა ბრაზი, შეგრძნება, რომ ვიყავით ძალიან ცოტა, და ვიყავით ისევ ის ადამიანები, ის ჯგუფები, რომელთა ხმაც, საბოლოო ჯამში, აღარავის სჭირდება.”
“გამარჯვება ხალხშია – ძალა ერთობაშია”
“Very many years have passed since I last watched television. To be honest, before the start of this wave of protests, there was no public broadcaster for me. After November 28, soon after, when a center of protest emerged with the public broadcaster, I sought information about the channel – I was interested in whether people were watching and whether standing here would be useful for us. The answer turned out to be simple – the public broadcaster is an organization funded by our, the people's pockets, which fights against us. We must admit that propaganda has worked in this country, and the public broadcaster is its co-author.".
Shortly after the start of the protest, they gave us airtime. For me, this is where a radically different protest began. It was a turning point – a 40-minute broadcast in which the protest conveyed the voice of the people. The opposing, reasoned, healthy thoughts from professionals and against propaganda were very interesting, something new that connected people with each other.
In my opinion, solidarity is the strongest weapon. In the chants of the march, we have the phrase: “Victory is in the people – strength is in unity,” isn't it coincidental? If we have overcome something in the past – we have overcome it with unity and solidarity.
When I arrived at the public broadcaster, I was greeted by people I had seen at all other rallies and small social protests. People who care about people. People whose concerns I think I share and whose ideas I like.
ახალი წლის წინა პერიოდში იყო პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ მარში – ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი სოციალისტური მესიჯებით და პოსტერებით გაჯერებული.
ამ პოსტერებს მოჰყვა შეძახილები, როგორიცაა: “სოლიდარობა მშრომელებს!”, “სოლიდარობა მეშახტეებს!”, “სოლიდარობა საჯარო მოხელეებს!”.
ძალიან მომეწონა ეს შეძახილები.
ნელ-ნელა სხვა შინაარსებიც წამოვიდა: “არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა”.
მივხვდით, რომ ძალიან კარგი გამოდიოდა, მივხვდით, რომ ამით ხალხის ყურადღებას მივიქცევდით და რაც მთავარია, ამ ყურადღებას ბუნებრივად მივაპყრობდით მნიშვნელოვან შინაარსებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, რომ დევნილებს საცხოვრისისთვის თავის დაწვა უწევს, რომ ბავშვები შიმშილობენ, რომ გასხვისებულია ქვეყნის რესურსი, რომ ქვიარებს ადამიანებად არ აღიარებენ, და ა.შ.
ამის შემდეგ ჩვეული მარშის დროს, საზმაუსთან მისულმა შევატყვე, რომ რაოდენობრივად ცოტანი ვიყავით და ერთადერთი რაც მარშს ახალისებდა, პერიოდული შეძახილები იყო.
ვიგრძენი, რომ ეს მარში მეტ შემართებას შეიძენდა, თუ ეს შეძახილები იქნებოდა უწყვეტი, ამიტომ მეც ავყევი.”
ნელ-ნელა ხალხმაც აიტაცა ეს მუხტი.
“პროცესი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის და როგორც პარლამენტამდე მისულმა გავიაზრე, ხალხისთვისაც.
მოგატყუებთ რომ გითხრათ, არ არის სასიამოვნო ამხელა ყურადღება და დადებითი ემოციები, რაც ამ პროცესში მივიღე. ეს ბუნებრივია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად – საფრთხილოა. გვინახავს ადამიანები, რომლებიც კონკრეტული მოძრაობის ნაწილი ყოფილან, ინდივიდუალურად მოქცეულან ფოკუსში და ისეთ ხიბლში ჩავარდნილან, რომლის სივრცეც პროტესტში და წინააღმდეგობაში არ არის. როცა საკუთარ თავზე ამხელა აქცენტი ვიგრძენი, შემეშინდა, მეც ამ ხიბლში არ ჩავვარდნილიყავი.
მედია საშუალებებიდან იყო დაინტერესება, ვინ არის თაკო. არადა, აქცენტი უნდა იყოს იმაზე, თუ რას ამბობს თაკო. რას ვყვირით, რაზე ვბრაზობთ – ესაა მთავარი. ეს შინაარსები არ ვარ მე. ეს არის სონა, ეს არის ლეკა, ეს არის ელენე… ჩემთან ერთად და ჩემ უკან ვინც დგას, ყველა. ეს ხმა ყველა იმ ჩაგრული ქალისაა, ვისაც ერთხელ მაინც დაუყვირია, ან ვერ მოუსწრია დაყვირება. ყველა იმ ქალისაა, ვისზეც უძალადიათ, მოუკლავთ…კესარიასია ეს ხმა. ეს ხმა მიემართებათ მშრომელებს, ჩაგრულებს, დედებს… მე არ მჭირდება მადლობა. მე მინდა, რომ გვერდით დაგვიდგე. მე მინდა, რომ ისე გადარდებდეს, როგორც ჩვენ გვადარდებს.”
Why are we standing here❓
“მეტროსთან რომ მოვდივართ, შეგრძნება მაქვს, რომ მეტროში ჩადის ჩვენი ხმა, და რომ ის ხალხი, ვინც იქ მატარებელს ელოდება, შეიძლება, ისმენდეს, რომ ვყვირით – “ღირსეული პირობები მშრომელებს”, “ღირსეული პირობები დევნილებს!” ამ დროს მაქვს შეგრძნება რომ ნაცნობ პროპაგანდას ვუპირისპირებთ ნამდვილ შინაარსებს, რომლის გამოც ვდგავართ ქუჩაში, და რომელიც ყველა ჩვენგანს აერთიანებს. ავტობუსის გაჩერებებზე, სამსახურებში, სხვადასხვა ადგილებში, პროტესტის შინაარსებს ადამიანებს ვაწვდენთ. ქუჩაში ერთმანეთისთვის ვდგავართ. იმისთვის ვდგავართ, რომ გავიგოთ, რა არის უკეთესობა. ერთი ჭირიდან მეორე ჭირში გადასვლას უნდა გავეშვათ. აღარ უნდა დავუწესოთ ადამიანებს ჩარჩოები, როდის რაზე ილაპარაკონ. იმისთვის ვდგავართ, რომ ყველამ ერთად ვიპოვოთ, რას ნიშნავს ქართველობა. ამ პროტესტში ყველას ადგილია. აქ პრიორიტეტი ხალხი და მისი კეთილდღეობაა.
ქუჩაში ვდგავართ იმისთვის, რომ დაიძლიოს სოციალური სიდუხჭირე, რომ შეწყდეს ტერორი და, რომ აშენდეს ხიდები ადამიანებს შორის და მმართველი პარტიების მიერ ხელოვნურად გაჩენილი ნაპრლები, ამოივსოს ჯანსაღი საზოგადოების შექმინთ, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება ხალხი.
დევნილებისთვის ვდგავართ, მშრომელებისთვის ვდგავართ, ექთნებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის ვდგავართ. ბავშვებისთვის, დედებისთვის, ემიგრანტებისთვის ვდგავართ. ქვიარებისთვის ვდგავართ. ყველასთვის ვდგავართ. ამ ქვეყანაში ადამიანების დრო უნდა მოვიდეს. დღის წესრიგში ადამიანები და მათი გამოცდილებები უნდა დადგეს. დიქტატურაში აღარაფრის ადგილი აღარ დარჩება იქიდან, რაც არის ადამიანი.” – თაკო ხელაძე
Photo: Dina Oganova – Documentary Photographer



