
❗️ GrlzWave იულია ცვეტკოვას მხარდაჭერისთვის
სოციალურ მედიაში რუსმა მხატვარმა იულია ცვეტკოვამ თავისი ნახატები განათავსა. ნახატებზე იყო ისეთი წარწერები, როგორიცაა – “ნამდვილ ქალებს სხეულზე ცხიმი აქვთ და ეს ნორმალურია”, “ნამდვილ ქალებს სხეულზე თმა აქვთ და ეს ნორმალურია.” ამის გამო ცვეტკოვას რუსეთში სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა. მას ბრალად ედება “პორნოგრაფიული მასალების წარმოებისა” და “ჰომოსექსუალური პროპაგანდის” გავრცელება. თუკი მხატვარს დამნაშავედ ცნობენ, მას 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
GrlzWave მხარს უჭერს იულია ცვეტკოვას.
რუსეთში ქალების სხეულების გამოსახვა შეიძლება დააპატიმრონ. რუსი მხატვარი იულია ცვეტკოვა, 27 წლის, ნოემბრიდან მარტამდე იყო სახლის პატიმრობაში შორეულ ქალაქ კომსომოლსკ-ონ-ამურში, სანამ ხელისუფლებამ მისი სახლის პატიმრობა არ გააუქმა. 9 ივნისს პროკურატურამ დაადასტურა, რომ ცვეტკოვა კვლავ სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, რაც რეალურ პროტესტებს და ონლაინ აღშფოთებას იწვევდა. ცვეტკოვას მოუწევს პასუხი გასცეს რამდენიმე კარიკატურული ნახატისთვის შიშველი ქალების, რომელთა წარწერები იყო “ნამდვილ ქალებს სხეულზე ცხიმი აქვთ – და ეს ნორმალურია” ან “ნამდვილ ქალებს აქვთ ნაოჭები და ნაცრისფერი თმა – და ეს ნორმალურია”. ცვეტკოვას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება იმ ფოტოების გამოქვეყნების გამო, რომლებიც მან გამოაქვეყნა თავის გვერდზე, რომელიც სხეულის პოზიტივს ეძღვნება და როგორც ამბობს, ჰობია.
#YuliaTsvetkova
