
‘Nude’ არის ფოტო, რომელზეც პიროვნება შიშველია, ხოლო ფრაზა, ‘send nudes’, ასეთი ფოტოების გაზიარებას ითხოვს. მსგავსი შინაარსის ფოტოს სხვისთვის გაზიარებისთვის აუცილებელია თანხმობა, როცა შენ ზუსტად იზიარებ შესაძლო საფრთხეებს, თუმცა მეორე ადამიანს იმდენად ენდობი, რომ შეგიძლია ამ შინაარსის ფოტო გაუგზავნო.
უნდა გახსოვდეს, რომ შიშველი ფოტოს გაზიარებას შეიძლება თან ახლდეს სირთულეები. მას შემდეგ, რაც გაგზავნას დააჭერ, ის მხოლოდ შენი კუთვნილება აღარ არის და მისი არსებობით გამოწვეულ შედეგებზე კონტროლიც უკვე არა მარტო შენს ხელშია. დარწმუნდი, რომ ურთიერთობაში კომფორტულად ხარ და საკუთარ ფოტოებს მეორე ადამიანის დაჟინებული თხოვნით არ აზიარებ. არავის აქვს უფლება, ნუდების გაგზავნა გაიძულოს!
რუბრიკის წარმდგენია VELI.store
აღმოაჩინე ყველაფერი სექსუალური ჯანმრთელობისთვის VELI.store-ზე.
