
Open Call: GrlzWave-ის წიგნი მენსტრუაციის შესახებ.
GrlzWave გიწვევთ ვიზუალური და ტექსტური ხელოვნების ავტორებს, შექმნათ ნამუშევრები მენსტურაციის თემაზე, რომელიც ჩვენს წიგნში გამოქვეყნდება. განსაკუთრებით გვაინტერესებს ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ასპექტის მრავალმხრივ გამოცდილებასა და ხედვას ასახავს.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
ტექსტი სასურველია იყოს ქართულ ენაზე, რაც შეეხება ფორმას – ტექსტი შეიძლება იყოს უბრალოდ მოსაზრება, პირადი ისტორია, ლექსი, მანიფესტაცია და სხვ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეცადეთ, გამოხატოთ და აღწეროთ თქვენი ფიქრები, გამოცდილებები, იყავით რაც შეიძლება გულწრფელები და შემოქმედებითები. ვიზუალური ხელოვნებისთვის, შეგიძლიათ წარმოადგინოთ ვიზუალური ნამუშევრები, როგორიცაა ფოტოგრაფიები, კოლაჟები, ილუსტრაციები ან ნებისმიერი სხვა ვიზუალური გამოხატვა, რომელიც გადმოსცემს თქვენს მხატვრულ ინტერპრეტაციასა და ხედვას მენსტრუაციის შესახებ.
გამოგზავნის დეტალები:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ნამუშევარი ელ. ფოსტაზე – opencall@grlzwave.com. მეილი უნდა მოიცავდეს: თქვენს სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას და თქვენი ნამუშევრის მოკლე აღწერას. ნამუშევრები არ უნდა გამოქვეყნდეს მანამ, სანამ წიგნი არ გამოიცემა.
არჩეულ ავტორებს:
– ნამუშევარი გამოქვეყნდება ჩვენს მომავალ წიგნში;
– მიიღებთ ფულად ჯილდოებს, 150-დან 400 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა).
პროექტი მიზნად ისახავს მენსტრუაციის ირგვლივ არსებული შეხედულებებისა და ნარატივების გაძლიერებას, ცნობიერების ამაღლებას მხატვრული გამომხატველობითი საშუალებებით.
ნამუშევრების წარდგენის ვადა:
10 სექტემბერი. კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე – opencall@grlzwave.com.
ერთად ვიზრუნოთ მენსტრუაციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესზე – ერთად დავამსხვრიოთ სტიგმები და მითები. მოუთმენლად ველოდებით თქვენს ნამუშევრებთან შეხვედრას!
———
Open Call: GrlzWave’s Book about Menstruation
GrlzWave invites visual and text artists to submit their work for an upcoming book dedicated to menstruation. We seek diverse and compelling contributions that capture the multifaceted experiences and perspectives of this essential aspect of life.
Submission Guidelines:
For text, we welcome submissions in Georgian using various forms/tools including opinions, personal stories, poems, manifestos, and more. Express your thoughts, experiences, and reflections on menstruation creatively and passionately.
For visual art, you can submit visual artworks such as photographs, collages, illustrations, or any other medium that conveys your artistic interpretation of menstruation.
Submission Details:
Please email your art piece to opencall@grlzwave.com. Include your name, contact information, and a brief submission description.
Submissions shouldn’t be published before publishing the book.
Selected artists will:
– Have their work published in our upcoming book on menstruation.
– Receive financial awards ranging from approximately 150 to 400 gel (net amount).
This project aims to empower voices and narratives surrounding menstruation, fostering awareness and understanding through artistic expression.
Deadline for submissions: 10 September
For inquiries and further information, please contact us at opencall@grlzwave.com.
Join us in breaking taboos and celebrating the diverse stories of menstruation through art. We look forward to your inspiring submissions!
