New narratives for New generations – პროექტის ფარგლებში, GrlzWave აცხადებს გაცვლით პროგრამას დანიასა და სომხეთში.
აღნიშნული სასწავლო გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს სოციო-პოლიტიკური და კულტურული თემებით დაინტერესებული ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირებას, რომელთაც სურთ, ჩაერთონ აქტივიზმში და იყვნენ ცვლილებების პროცესის ნაწილი.
პროექტში მონაწილეობენ: საქართველო, მოლდოვა, სომხეთი და დანია, რომლებიც Global Platforms-ის ქსელის ფარგლებში, ხელს უწყობენ ამ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებასა და ყოველდღიურობაში ცოდნის დანერგვას.
შეავსე აპლიაკაცია მითითებულ ბმულზე, https://forms.gle/oA1uDdRxxtECjN3WA,
თუ:
– ხარ 18-30 წლამდე;
– გაქვს გამოცდილება აქტივიზმში, მოხალისეობასა და ღონისძიებების დაგეგმვაში;
– დაინტერესებული ხარ ფემინიზმით, ეკოლოგიით და სოციალური სამართლიანობით;
– 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის პერიოდში შეგიძლია მიიღო პროექტში მონაწილეობა.
️ ხანგრძლივობა: 2-4 კვირის განმავლობაში;
️ საკომუნიკაციო ენა: ინგლისური.
პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად უზრუნველყოფილია.
გაცვლითი ვიზიტი ხორციელდება New Democracy Fund (NDF) და Action Aid Denmark-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – ახალი ნარატივები ახალი თაობებისთვის – ფარგლებში.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 5 თებერვალი.

