
“TV პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად ორი წლის წინ, 5 ივლისს, ლექსოს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ გარდაცვალების შემდეგ, ლექსოს წინააღმდეგ შავი კამპანია წამოიწყო და საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა.
ამ დრომდე, 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არავის დაუკავებია.
