
TW: ძალადობა, გაუპატიურება, სუიციდის მცდელობა.
“2022 წლის 20 დეკემბერს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოვხვდი, 18 წლის ვიყავი. ჩემი დაავადება (მოსაზღვრო პიროვნული აშლილობა) გაუარესდა და ჩემი თავისთვის საფრთხეს წარმოვადგენდი. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ სტაციონარში დავწოლილიყავი, სადაც კლინიკის დაცვა სისტემატურად მაუპატიურებდა.
ირაკლი და საბა (სახელები შეცვლილია) სანდო ადამიანები ჩანდნენ. ხილს მიჭრიდნენ და ყავას მიმზადებდნენ. ერთ დღეს, თავის ოთახში დამიბარეს და მოწევა შემომთავაზეს, მე უარი არ ვუთხარი, რადგან მინდოდა, გამეადვილებინა იქაური ცხოვრება. მარიხუანა ჩემზე ძლიერად მოქმედებს, თან კლინიკაში ძალიან ძლიერ სედატიურ წამლებს მიკეთებდნენ. დავიძაბე, როდესაც ირაკლიმ კარები გასაღებით ჩაკეტა, შემდეგ ტანსაცმელი გამხადა, გამაპატიურა და პალატაში გამიშვა. ზუსტად ასე იქცეოდა საბაც. ამის მერე, ჩემი ფსიქიკური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა გაუარესდა, თავის მოკვლის მცდელობა მქონდა.”
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
European Union in Georgia
#EU4Georgia #GCRT
