UNFPA-ს, გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს პროგნოზით, COVID-19-ის პანდემიის გახანგრძლივების პირობებში 47 მილიონზე მეტმა ქალმა შეიძლება დაკარგოს წვდომა კონტრაცეფციის საშუალებებზე, ოჯახის დაგეგმვის სერვისებსა და არასასურველი ორსულობის თავიდან არიდებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე.

კვლევის მიხედვით, თუ იზოლაცია 6 თვით გახანგრძლივდება და ჯანდაცვის სისტემებში არსებული ხარვეზებიც არ აღმოიფხვრება, დაახლოებით 7 მილიონი არასასურველი ორსულობა იქნება მოსალოდნელი.

იმ პროგრამების შეფერხების გამო, რომლებიც ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების თავიდან აცილების მიმართულებით მუშაობენ, მოსალოდნელია დასახიჩრების 2 მილიონი ახალი შემთხვევა.

COVID 19-მა შეიძლება გამოიწვიოს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების დამატებითი 13 მილიონი შემთხვევაც, რისი თავიდან არიდებაც პანდემიის არარსებობის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიურად თანამშრომლობს მთავრობებთან, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დროული გამკლავება გახდეს შესაძლებელი, რაც ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობას პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

#FemFacts