Update: გამომდინარე იქიდან რომ რამდენიმე კვირაა პოლონეთში არ წყდება საპროტესტო ტალღა აბორტის აკრძალავსთან დაკავშირებით, კანონის ამოქმედება დროებით გადაიდო.

ნახევარ მილიონამდე ქალმა მიატოვა სამსახურები თუ სახლები და დეკადების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან აქციებს შეუერთდა.

წითელი ელვა ქალთა პროტესტის ოფიციალური სიმბოლოა პოლონეთში. საკიდი კი უკანონო და საფრთხის შემცველი აბორტის.

პოლონეთის ულტრამემარჯვენე მთავრობამ კათოლიკური ეკლესიის დახმარებით, კვლავ მოითხოვა ისედაც მკაცრად შეზღუდული აბორტზე კანონის გადახედვა. შესაბამისად, 22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს თითქმის ყველა სახის ლეგალურ აბორტს, მათ შორის, ის შემთხვევებიც, თუ ნაყოფს ფიზიკური ან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა, ანომალია აქვს.

პოლონელი ქალებისთვის ეს ომია, რომელიც მათ წინააღმდეგ მთავრობამ და ეკლესიამ ერთდროულად წამოიწყო.

როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ?

⭐️ მეტი იკითხე, გააზიარე, ისაუბრე;
⭐️ პოლონელი აქტივისტების დასახმარებლად მოაწერე ხელი პეტიციებს;
⭐️ გაუგზავნე მეილი პოლონელ დეპუტატებსა და საკონსტიტუციო ტრიბუნალს.

#FemFacts
#StrajkKobiet
#tojestwoj