“არავინ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა ჩემთვის და ჩემს მაგივრად. ჩემი დაკავება მოხდა 20 ივნისს, პროტესტის დემორალიზებისთვის, გთხოვთ, ნაკლები აჟიოტაჟი, მეტი პროტესტი, დღეს ყველანი რუსთაველზე. მოძებნეთ საბჭოთა საქართველოს დროს დაპატიმრებული და რეპრესირებული მასწავლებლები და სხვები და გააზიარეთ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს.” – ნინო დათაშვილის წერილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.