
აქონდროპლაზიის მქონე 16 ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხეშია – რატომ აშენებს მთავრობა რკინის ჯებირებს გასაჭირში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ? რატომ ამბობს უარს, ჩვენი გადასახადებისგან მიღებული თანხის მიზნობრივად გახარჯვაში? რატომ ამბობს უარს ბავშვების დახმარებაზე?
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი არამიზნობრივად, პრემია-დანამატებში მუდმივად იხარჯება, აქონდროპლაზიის მქონე 16 ბავშვის სამკურნალოდ ხელისუფლებას 10 მილიონი ლარი არ აქვს.
წელიწადზე მეტია, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები საჭირო წამლის, ვოსორიტიდის შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მათი ნაწილი რამდენიმე დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ათენებს ღამეებს, თუმცა უშედეგოდ.
არაერთი თხოვნის წერილი დაიწერა, შედგა პეტიციაც, თუმცა წამლის შესყიდვის საკითხი არ გადაწყვეტილა.
#წამალიდაიდოს
