
აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ პირველი არაჰორმონალური წამალი დაამტკიცა, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანებში, მენოპაუზის დროს ე.წ. “ალების” რეგულირება იქნება.
მენოპაუზისას, ადამიანების დაახლოებით 80%-ს აქვს სხეულის გადახურების სინდრომი — ოფლიანობა, სახის აწითლება და მსგავსი მოვლენები, რომელიც რამდენიმე წუთი შეიძლება გაგრძელდეს. ასევე, ამ დროს, ქალის ორგანიზმი უფრო და უფრო ნაკლებად გამოიმუშავებს ჰორმონებს – ესტროგენსა და პროგესტერონს.
წამლის გარშემო ჩატარებული კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ წამალი ეფექტური და უსაფრთხოა, რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ის მოიცავს კუჭის ტკივილს, დიარეასა და უძილობას.
წამალი, რომლის მარკეტინგული სახელია ვეოზაჰი პირველი წამალი იქნება, რომლის სამიზნეა ნეიროკინინის [NK3] რეცეპტორი თავის ტვინში, რომლის დისბალანსი იწყება მას შემდეგ, რაც ქალის ორგანიზმში ჰორმონ ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა. ვეოზაჰი, რომელიც ჰორმონი არ არის, ებმის ნეიროკინინის [NK3] რეცეპტორს და ბლოკავს მის ქმედებას, რომლის გავლითაც თავის ტვინი სხეულის ტემპერატურას არეგულირებს.
FDA-ის წარმომადგენლების განცხადებით, სანამ პაციენტი წამლის მიღებას დაიწყებს, სისხლის და ღვიძლთან დაკავშირებული ანალიზები წინასწარ უნდა ჩაიტაროს. ასევე, წამლის მიღებიდან პირველი 9 თვის განმავლობაში, განმეორებით უნდა გაიკეთოს ანალიზები, რომ მოხდეს პასუხების შედარება და გამოიკვეთის წამლის ინდივიდუალური გავლენა ღვიძლზე.
