
„ბებო-ანგელოზი“, – ასე მოიხსენიებენ ქალს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 2500-ზე მეტი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა.
#femwiki
ირენ სანდლერი პოლონეთის იატაკქვეშა მოძრაობის წევრი იყო და როგორც მედდა, ვარშავის გეტოში შედიოდა. ამ უფლების მოპოვებას ირენის გერმანულმა წარმომავლობამ შეუწყო ხელი. მას ჩანთით და მანქანით გეტოდან ჩვილები და მოზრდილები გამოჰყავდა.
ირენს თან დაჰყავდა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომელსაც გეტოში შესვლა-გამოსვლის დროს აყეფებდა, რადგან გუშაგები მანქანას ”ავი” ძაღლის გამო აღარ ეკარებოდნენ და თან, ყეფის ხმა სრულად ფარავდა ბავშვების ხმას.
ამ გზით გამოიყვანა ირენ სანდლერმა გეტოდან 2500 ბავშვზე მეტი, გადარჩენილ ბავშვებს კი პოლონელი ოჯახები იფარებდნენ. ბავშვების მონაცემებს მეგობრის ბაღში, მიწაში მინის ქილით ინახავდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ მშობლებს და შვილებს ერთმანეთის პოვნა შესძლებოდათ და ასეც მოხდა.
1949 წელს მის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყეს. მას აკრძალული ჰქონდა ქვეყნიდან გასვლა, მიზეზი კი ქვეყნის მთავრობასთან პოლიტიკური შეუთავსებლობა იყო. ოფიციალურ ბრალდებამდე, ირენი დაიჭირეს და ისე აწამეს, ხელ-ფეხი დაემტვრა, თუმცა რეჟიმის შეცვლამდე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვების დასახმარებლად იბრძოდა.
ირენი 2008 წელს, 98 წლის ასაკში, ვარშავაში, თავის პატარა ბინაში გარდაიცვალა. 2007 წელს პოლონეთმა და ისრაელმა ირენ სანდლერი ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში წარადგინა.
“თითოეული ბავშვის გადარჩენა ჩემი დიდების მიზეზს კი არ იძლევა, არამედ ჩემი არსებობის ნამდვილი გამართლებაა ამ ქვეყანაზე” – ირენ სანდლერი
