
ბრიტნი სპირსი 13 წელია მეურვეობის ქვეშ იმყოფება.
#FemFacts
2008 წლის თებერვალში, ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო მამამისი და ადვოკატი ბრიტნისა და მისი 60 მილიონ დოლარიანი ქონების მეურვეებად დასახელდნენ. ამ სახის მეურვეობა გულისხმობს, რომ მამამისი აწერს ხელს ბრიტნისთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მათ შორის, ჯანმრთელობის, ბიზნესის, ხმის მიცემის და ქორწინების ჩათვლით.
23 ივნისს ბრიტნიმ ჩვენება მისცა ლოს-ანჯელესის სასამართლოს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა მისი ტრავმების შესახებ, რაც მას ამ მეურვეობამ მიაყენა. არაერთ შემაშფოთებელ განცხადებებს შორის, იგი აღნიშნავს, რომ დატვირთული იყო ყოველგვარი შესვენების გარეშე, აიძულებდნენ ლითიუმის მიღებას და დაორსულების თავიდან აცილების მიზნით, აიძულებენ სპირალით ცხოვრებას, როდესაც მას რეალურად ქორწინება და ბავშვის გაჩენა სურს.
ბრიტნი სპირსის ბოლო დროინდელ მცდელობებს, რომ მამამისი მეურვეობიდან მოეშორებინა, გამოუჩნდა არაერთი მხარდამჭერი და ჩამოყალიბდა #FreeBritney მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი, ბრიტნისთვის საკუთარ თავსა და სხეულზე ავტონომიის დაბრუნებაა. მოგვიანებით, ონლაინ პროტესტს შეუერთდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა მაილი საირუსი, პარიზ ჰილტონი და როუზ მაკგოუნი. #FreeBritney მოძრაობის მომხრეები ამბობენ, რომ მეურვეობის პირობებში ხდება ბრიტნი სპირსის ექსპლუატაცია.
