
გაიცანით ნანი წულაია, 21 წლის სინდისის პატიმრის – გიორგი მინდაძის დედა. დედის გარდაცვალების შემდეგ, ნანიმ და მისმა ოჯახმა წლის და რვა თვის გიორგი იშვილეს და ასე, თბილ და მზრუნველ ოჯახურ გარემოში აღზარდეს.
“ამდენი ბიჭი რომ დაიჭირეს,თავს შემოვუძახე და ასე ვთქვი: “არ დავყრი ფარ-ხმალს, ფეხშიშვლელა ვივლი ოთარაანთ ქვრივით და გიოს სამართალს არ დავუკარგავ.” არც გავჩერებულვარ, არც გავჩერდები, აქციებზეც ვივლი, ღამეებსაც გავათენებ რუსთაველზე, სანამ ჩვენი ბიჭების სამართლიანობას არ აღვადგენთ და არ ჩავიხუტებთ გულში”.
ნანი და მისი ოჯახი გიორგის დაკავების დღიდან იბრძვიან გიორგისა და სხვა სინდისის პატიმრების თავისუფლებისათვის.
ვიდეოზე მუშაობდა სალომე ბრეგვაძე.
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/601079079638829/
