გაიცანით ჩვენი გამოფენის ერთ-ერთი ხელოვანი, ფოტოგრაფი ელენე დუდუჩავა

“ფოტოგრაფიით 2013 წელს დავინტერესდი და პირველი ფირის კამერა ვიყიდე. მაშინ ჩემი ფოტოგრაფია ძირითადად ჩემი ცხოვრების და გარემოს ასახვა იყო, ერთგვარი არქივი ჩემი თინეიჯერობისა და თვითგამორკვევის წლების. დაახლოებით, 5 წელია, რაც მივხვდი, რომ ფოტოგრაფია ის ერთადერთი საქმეა, რომელიც სტაბილურად, ყოველთვის ერთნაირად მხიბლავდა და შთამაგონებდა.

ძალიან მიყვარს ჩემთვის პოლიტიკურად თუ სოციალურად მნიშნველოვანი თემების კვლევა და შემდეგ ამ აღმოჩენებზე ვიზუალური მასალის შეგროვება. ძირითადი საკითხები, რაც ჩემს ობიექტივში ხვდება ფემინიზმს, ზრუნვას, ოჯახურ კავშირებს, სიკვდილსა და მითოლოგიას უკავშირდება.”

გელოდებით ყველას, 26 თებერვალს, კლუბ მტკვარზე. გამოფენის გახსნასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ, რომ კოსტუმირებული წვეულება გვაქვს