დღეს, 20 ივნისს, აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

9 ივნისს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა 8 სინდისის პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა. როგორც ის ამბობდა, პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას. ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრებში ისმის ნინო დათიაშვილის ხმაც, რომ მანდატურების ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მას ტკკივილი ადგებოდა.

ახლა ნინოს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოკლედ რომ შევაჯამოთ: შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასამართლოდან გამოაგდეს და საბოლოოდ ისევ თავად ნინო დაიჭირეს.

სოლიდარობა ნინოს და ყველა სინდისის პატიმარს!