დღიური შეხსენება: თუ ვინმემ ე.წ “ნუდები” (შიშველი ფოტოები) გაგივრცელათ თქვენი ბრალი არ არის, ეს სამართლებრივი დანაშაულია და შეგიძლიათ უჩივლოთ.
“ნუდების” გაგზავნა ურთიერთობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზოგისთვის მისაღები, ზოგისთვის კი მიუღებელია, მთავარია, ამაზე გამგზავნი და მიმღები მხარე შეთანხმდნენ. “ნუდის”გაგზავნას სჭირდება მეორე მხრიდან თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სექსუალურ შევიწროებას წარმოადგენს.
სხვა პიროვნებას არ აქვს უფლება, თქვენ მიერ გაგზავნილი “ნუდი” სხვებს გაუზიაროს და გაავრცელოს, ამის გამო შეგიძლიათ უჩივლოთ.
აღსანიშნავია, რომ “ნუდების” გაგზავნას ზოგჯერ მოჰყვება ერთგვარი შანტაჟი, რა დროსაც მეორე მხარე მუდმივად მოითხოვს სხვადასხვა სახის სექსუალური ფოტო და ვიდეო მასალების მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება არსებულის გასაჯაროვებით. არასდროს აყვეთ მსგავს პროვოკაციას და კანონის ძალით იმოქმედეთ, სიმართლე თქვენს მხარესაა.





