
“ეს ისტორია იმ ქალებისთვისაა, ვისაც გოგო შვილი ჰყავს და გეგმავს, ახალ მამაკაცთან ცხოვრებას საკუთარ შვილთან ერთად… იმ დედებისთვის, ვინც უკვე ცხოვრობენ გოგო შვილებით თავიანთ ახალ ქმრებთან ერთად…
ჩვენთან ყველაფერი უწყინრად იყო… ზრუნავდა ჩემზე ეს კაცი, მზრდიდა მეხუთე კლასიდან… ერთხელაც, როცა დედაჩემი ცხრა თვის ორსული იყო სტუმრად ვიყავით და სამივეს ერთად დაძინება მოგვიწია. დედამ მალე დაიძინა, მამინაცვალიც ნასვამი გვერდით ეწვა. საფრთხე მანამდე არასდროს მიგვრძვნია, სრულიად ბავშვი, მეცხრე კალასის მოსწავლე ვიყავი. ვერც წარმოვიდგენდი, თუ მათთან დაწოლით რამე დამემუქრებოდა…
როდესაც დავწექი, მკოცნიდა და მეფერებოდა საკუთარი დედის გვერდით, მერე მითხრა, ეხლა რაღაცას გავაკეთებ და მითხარი, რას იგრძნობო… ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, გახსენებისას ახლაც სპაზმი მაქვს იმის მიუხედავად, რომ 26 წლის ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ. ყურზე მოფერება დაიწყო, ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში და ვიგრძენი ისეთი რაღაც, რაც მანამდე არასოდეს მიგვრძვნია და მივხვდი, რომ რასაც აკეთებდა, არ იყო კარგი… ვუპასუხე, რომ ვერაფერი ვიგრძენი და ჩავეკითხე, რისთვის აკეთებდა ამას. მან მიპასუხა, რომ უნდა დამძინებოდა..
ეს კარგად დავიმახსოვრე, არავისთვის მომიყოლია, მაგრამ ფარული ზიზღი გამიჩნდა. დღემდე არავინ იცის ამის შესახებ, უახლოესი მეგობრების გარდა..
წლების მერე გავიგე, ადამიანები ასე რატომ იქცევიან… ეს იყო დარტყმა ჩემს ფსიქიკაზე და დარტყმა ჩემს გრძნობებზე საკუთარი მშობლის მიმართ. მე დავკარგე მის მიმართ ნდობაც, სიყვარულის დიდი ნაწილიც და პატივისცემის შეგრძნება.. ძალიან მალე გადავედი საცხოვრებლად სხვაგან, რადგან მეზიზღებოდა მამინაცვლის ჭამის მანერაც კი… მეზიზღებოდა მისი ღიმილი და ხმის გაგონება… ვერასოდეს ვერავინ წარმოიდგენს ამას მისგან , რადგან მშვიდი ხასიათის, თბილი პიროვნებაა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად მეზიზღებოდა ისიც და უკვე საკუთარი მშობელიც. ის ჩემთვის იდეალური ადამიანი და დედა იყო, რომელმაც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამის რწმენა დამაკარგინა და სათანადოდ ვერ დამიცვა.”
#grlzwave_storiesworthsharing
ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი
პროექტის მხარდამჭერია fillia.die. frauenstiftung
