
“ვიდეო პროექტი იწყება სამყაროს შექმნის მომენტიდან. გვესმის ხმა, რომელიც ციტირებს იოანეს 1:1-ს ბიბლიიდან: ‘’დასაბამიდან იყო სიტყვა“ – მონაკვეთს იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნა სამყარო. ანიმაციაშიც ვხედავთ აბსტრაქტული ფორმებისგან სამყაროს შექმნას და ბუნებაში ქალური სახის დაბადებას.
ქალურ საწყისთან ერთად, ჩნდება ევა, პირველი ქალი – ბიბლიაში შემაცდენლის და შემცდარის სახე, სიმბოლო იმ მოსაზრებისა, რომ ცოდვაა იყო ქალი. ანიმაცია მეტაფორულად ასახავს ვაშლიდან დაბადებულ ცოდვილ ქალს და ხაზს უსვამს იმ სტერეოტიპებს, რომლებიც ქალებს მაცდურებად, სუსტებად და დამნაშავეებად წარმოგვაჩენენ.
მეორე ნაწილში გვესმის ხმა, რომელიც გვასწავლის ვიყოთ მოსაწონი და კონკრეტული სტანდარტის დამაკმაყოფილებელი ქალები. ვიდეო პროექტის ეს ნაწილი პარალელია საზოგადოების მოლოდინთან, ვიყოთ მუდმივად კარგები, სასიამოვნო და განსაკუთრებული ხასიათის, გავიღიმოთ მაშინ როცა არ გვიხარია.
ვიდეო მთავრდება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალების კოლაჟით. ეს არიან ქალები, რომლებიც გავრცელებული სტერეოტიპების და მათზე დაკისრებული მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების მიუხედავად, არა მხოლოდ იცავდნენ და აძლიერებდნენ ქალთა უფლებებს, არამედ თამამად ამსხვრევდნენ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს. მათი მონდომებით, ბრძოლითა და გამძლეობით, ჩვენ დღეს ვიცით ის თუ რას ნიშნავს იყო ქალი”
– თიბათვე || თინათინ ხარხეულაური (ვიდეო პროექტის ავტორი)
ვიდეო პროექტი შეიქმნა GrlzWave და GCRT-ის ღია კონკურის შედეგად, პროექტის ფარგლებში – “ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/550888753971510/
