
თალიბანის მმართველობამ ოჯახებსა და ქალებს რესტორნის ბაღში, გამწვანებულ სივრცეებში ყოფნა აუკრძალა “სქესთა შერევის” გამო.
თალიბებმა ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ჰერატის პროვინციაში ოჯახებსა და ქალებს რესტორნების ბაღებსა და მწვანე სივრცეებში გამოჩენა აუკრძალა. ოფიციალური უწყების განცხადებით, ეს ნაბიჯი რელიგიური მკვლევარებისა და საზოგადოების წევრების პრეტენზიებს მოჰყვა, რომ ასეთ ადგილებში, ხშირად სხვადასხვა სქესი ერთად იყრიდა თავს.
2021 წლიდან, რაც თალიბანმა ავღანეთი დაიკავა, არაერთი შეზღუდვა შევიდა ძალაში. მათ შორის, აიკრძალა ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლა. მათ ასევე ეკრძალებათ გასართობ პარკებში გამოჩენა, სპორტდარბაზებისა და საცურაო აუზების გამოყენება; ქალების უმეტესობას ჩამოართვეს მუშაობის უფლება.
ქალთა მიმართ მიღებული დისკრიმინაციული ზომები, რომლებიც თალიბანის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესდა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით უნდა გამოიძიონ, როგორც გენდერული დევნა, თუმცა მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საერთაშორისო მხარდაჭერა ფაქტობრივად შეწყდა.
