ივნისი აკნეს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

აკნე კანის ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა ასაკში ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს, თუმცა ყველაზე ხშირად მოზარდებსა და ახალგაზრდებშია გავრცელებული. აკნეს ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა რთულია. აკნე ვლინდება სხვადასხვა ტიპის გამონაყრის სახით: შავი და თეთრი წერტილები, მუწუკები ან ცისტები.

რა უნდა გვახსოვდეს?

☀️ აკნეს დროს, არ მიმართოთ თვითნებურ მკურნალობას სახლში დამზადებული ხსნარებით. ხშირად, ფიზიკური გამონაყარი ორგანიზმში არსებულ ცვლილებებთანაა დაკავშირებული და ზედაპირული ხსნარებით მკურნალობა გამოსავალი არ არის. არასწორად შერჩეულმა კრემმა შეიძლება უფრო დაახშოს ფორები, ვეღარ მოხდეს იქ ჟანგბადის ცვლა და შესაბამისად დაგროვდეს მეტი ცხიმი. შესაძლოა ამას დაერთოს ბაქტერიული მიკროფლორის დარღვევა და წავიდეს ანთებითი პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა აუცილებლად სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

☀️ არ შეეხოთ ზედმეტად და არ დაიზიანოთ ხელით პრობლემური ადგილები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები და ნაწიბურები, რაც კიდევ უფრო გაახანგრძლივებს მკურნალობის პროცესს.

☀️ და კიდევ ერთი, მთავარი წესი: აკნეს მკურნალობა ხშირად დროში გაწელილი, დამღლელი პროცესია, შედეგი შეიძლება სულაც არ დადგეს ისე მალე, როგორც თქვენ ელოდებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ. საჭიროა დერმატოლოგთან რეგულარული ვიზიტი, ასევე შეიძლება დაგჭირდეთ გინეკოლოგიური გამოკვლევაც. ენდეთ და მიჰყევით მკურნალობის პროცესს და გახსოვდეთ, რომ ამ გზას მხოლოდ თქვენ არ გადიხართ.

თქვენი კანის სტრუქტურა, ფერი, გამონაყრის ტიპი ან რაოდენობა არ განსაზღვრავს თქვენს იდენტობას.

ფოტო: Peter Devito