
ირანში, მორალის პოლიციის გაუქმება გამოცხადდა
მედიის ცნობით, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა ქვეყანაში „მორალის პოლიციის“ დაშლის შესახებ განაცხადა. “ზნეობის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან” — განაცხადა მან.
მონთაზერმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება განიხილავს, სჭირდება თუ არა რამე „ცვლილება” ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს.
შეგახსენებთ, რომ ირანში ჰიჯაბის ტარება სავალდებულო ყველა ქალისთვის 1983 წლის აპრილში გახდა – 1979 წლის რევოლუციიდან ოთხი წლის შემდეგ.
ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის გენერალმა ამ კვირაში, პირველად განაცხადა, რომ ამინის გარდაცვალების შემდეგ არეულობებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მაჰსა ამინი სექტემბერში მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.
