ირმა ხეცურიანი პირველი პარამოფარიკავეა საქართველოში.
მას 18 წლის ასაკში ხერხემალში კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მძიმე წლები გაიარა, თუმცა ამ ეკლიანმა გზამ მოიყვანა დღევანდელ დღემდე.
ირმა ხეცურიანი დღეს 13 მსოფლიო მედლის მფლობელი, ერთგზის მსოფლიო ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს მედალოსანია, რომელიც 2015-17 წლებში საუკეთესო პარასპორტსმენ ქალად დასახელდა მსოფლიოს მაშტაბით.
ხეცურიანი ამბობს, რომ ფარიკაობამ ის შინაგანად შეცვალა და ამავდროულად შეუცვალა დამოკიდებულებაც სამყაროსადმი.

