იცი, რა არის პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (PCOS)?

PCOS ჰორმონური დისბალანსით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს რეპროდუქციული ასაკის, დაახლოებით, 8-13%-ზე. თუმცა, შემთხვევეთა 70%-მდე დიაგნოსტირებული არ არის.

PCOS ჩვეულებრივ მოზარდობის პერიოდში ვლინდება, თუმცა სიმპტომები შეიძლება მოგვიანებითაც გამოვლინდეს.

რა სიმპტომები აქვს PCOS-ს?

1️⃣ წონის მატება და ცხიმის დაგროვება განსაკუთრებით მუცლის არეში;

2️⃣ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი – PCOS-ით დაავადებულ ადამიანებს წელიწადში 6-8-ზე ნაკლები მენსტრუალური ციკლი აქვთ. დააკვირდით ციკლს, თუ ციკლებს შორის პერიოდი აღემატება 35 დღეს, ან ნაკლებია 21 დღეზე, ან გაქვთ პერიოდული ჩავარდნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს;

3️⃣ ჭარბთმიანობა;

4️⃣ აკნე და გამონაყარი;

5️⃣ გახშირებული და შესამჩნევი თვის ცვენა;

6️⃣ ძილის პრობლემები, დღის განმავლობაში დაღლილობის შეგრძნება და ძილიანობა, უენერგიობა;

7️⃣ დეპრესია, მუდმივი შფოთვა;

8️⃣ კვებითი აშლილობები.

თუ არარეგულარული ციკლი გაქვს, ანდროგენების დონე მომატებული და ექოსკოპიაზე გიდასტურდება მრავალი პატარა ზომის ცისტა – ამ სამი ზოგადი სიმპტომიდან, მინიმუმ ორის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართო ექიმს და ჩაიტარო კლინიკური და ლაბორატორიული კვლევები.

PCOS არ არის განკურნებადი, თუმცა დროული დიაგნოსტიკითა და შესაბამისი მკურნალობით შესაძლებელია მასთან ერთად თანაცხოვრება. მკურნალობის პროცესი ხანგრძლივი, კომპლექსური და ინდივიდუალურია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დიაგნოზის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ზოგადი პრინციპების დაცვა – ფიზიკური აქტივობა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება და ჯანსაღი კვება.

ილუსტრაცია: @jannedaba