ლეილა ალ-ათარი ერაყელი ხელოვანი და მხატვარი იყო, რომელიც თავისი ხელოვნებით ცდილობდა, ქალების როლი და მნიშვნელობა საზოგადოების ყველა სფეროში ეღიარებინათ, თუმცა თავად სიმართლისთვის ბრძოლას შეეწირა. #FemWiki

ალ-ათარმა სახვითი ხელოვნების აკადემია ბაღდადში დაამთავრა და ამ პროგრამის პირველი კურსდამთავრებული ქალი გახდა. მალევე, ის ეროვნული ხელოვნების ცენტრის დირექტორად დაინიშნა (ახლანდელი ერაყის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) და ეს თანამდებობა გარდაცვალებამდე შეინარჩუნა.

ალ-ათარმა ქალების მონაწილეობით არაერთი ჩვენება და გამოფენა გამართა, მონაწილეობა მიიღო ქუვეითის, პირველ და მეორე არაბულ ბიენალეში და 1984 წელს, მოიპოვა მედალი კაიროს ბიენალეში.

ამერიკის პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ბრძანებით, 1993 წელს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ერაყის სადაზერვო შენობაზე ალ-ათარისთვისა და მისი მეუღლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი სწორედ ამ თავდასხმას ემსხვერპლნენ. შენობას 24 რაკეტა მოხვდა. მისი შვილის ჩვენების თანახმად, ორი რაკეტა არასწორად იყო გასროლილი და შენობის უკან, იქვე მდგომ მათ სახლს დაეცა. თავდასხმის შედეგად დაბრმავდა ალ-ათარის ქალიშვილი.

არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ ეს ამერიკის მხრიდან წინასწარ განსაზღვრული გაუმართაობა იყო. მათ უნდოდათ, რომ ალ-ათარი დაესაჯათ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მოზაიკის შექმნის გამო, რომელიც ბაღდადში, ალ-რაშიდის სასტუმროს შესასვლელთან იატაკზე დააგეს წარწერით – “ბუში კრიმინალია”. მოზაიკის შექმნის იდეა იყო შემდეგი: ვერავინ შეძლებდა იმ სასტუმროში შესვლას ბუშის სახეზე ფეხის დადგმის გარეშე. მოზაიკა სასტუმროს შესასვლელიდან 2003 წლის 9 აპრილის შემდეგ გაქრა, როცა ამერიკამ ბაღდადი აიღო.

მის გარდაცვალებას დიდი ხმაური და პროტესტი მოჰყვა, თუმცა არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო საპროტესტო ტალღა მალევე შეწყდა. დღეს ყველას ახსოვს ქალი, რომელმაც საკუთარი ხელოვნება სიმართლეს მიუძღვნა.