მაკურნებელი მცენარეების ვორქშოფი ჩვენთან, GrlzWave-ის ჰაბში.
ვორქშოფზე ვისაუბრებთ იმ მცენარეებზე, რომლებიც ხელს უწყობენ მენსტრუალური ტკივილის შემსუბუქებას, ამშვიდებენ სხეულს და ნერვულ სისტემას; გავეცნობით მათ სამკურნალო თვისებებს, გამოყენების ფორმებსა და ისტორიას. ვორქშოფის ბოლოს, თითოეული მონაწილე მოამზადებს საკუთარ ნაკრებს, რომელსაც თან წაიღებს.
ვორქშოფი ჩატარდება 8 ივლისს, 18:00 საათზე, GrlzWave-ის ჰაბში. დასწრება თავისუფალია, თუმცა რაოდენობა შეზღუდული. რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/dBasZG1RiyCtXPTa9
მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.