მარტი ქალების თვეა და გვინდა, ის ქალები გავიხსენოთ, ვინც თავისი სიტყვითა და საქმით იბრძოდა უფლებების, თანასწორობისა და გაძლიერებისთვის. მათ შორისაა ბაბილინა ხოსიტაშვილი.

ფემინისტი, მწერალი და პოეტი ბაბილინა ხოსიტაშვილი, მე-20 საუკუნეში, თბილისში, საბებიო ინსტიტუტს უძღვებოდა, პარალელურად კი სწავლითა და შვილების აღზრდით იყო დაკავებული. ის თავის ესეებსა და პირად ჩანაწერებში ქალთა გაძლიერებაზე, მათ სქესობრივ და რეპროდუქციულ უფლებებზე საუბრობდა.

“ჩემი ღრმა რწმენით დედობრივ ფუნქციების (ორსულობა 9 თვე და ძუძუთი კვება 9 თვე) ღვთაებრიობამდე ამაღლებულ დანიშნულების შესრულება კაცობრიობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროს იმოდენა ღვაწლად, დამსახურებად, რომ სახელმწიფო გახდეს მოვალე ბავშვზე მზრუნველობის აპარატი ჰქონდეს მოწყობილი, რათა ქალს, ამ პერიოდის შემდეგ, თუნდაც ამ პერიოდის პროცესშივე, დრო მიეცეს ფიზიკურ ფუნქციების თანაბრად ფსიქოლოგიურიც აამუშაოს, რომ არ მოდუნდეს, არ დაჩლუნგდეს ფსიქოლოგიურად, როგორც აქამდე ხდებოდა” – წერდა ის.

ბაბილინა ხოსიტაშვილის მოღვაწეობიდან საუკუნე-ნახევრის შემდეგაც, ქალებსა და გოგოებს თანასწორობისთვის ბრძოლა უწევთ, რათა საოჯახო საქმეებსა და შვილებზე ზრუნვის პარალელურად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობაც შეძლონ.

#უფლებები
#თანასწორობა
#გაძლიერება
ყველა ქალს და გოგოს!

________

March is women’s month and we want to remember the women who have been fighting for rights, equality and empowerment with their words and efforts, including Babilina Khositashvili.

Feminist, writer and poet Babilina Khositashvili led the obstetric institute in Tbilisi in the 20th century, while she studied and brought up her children. In her essays and diaries Babilina spoke about empowerment of women, their sexual and reproductive rights.

“To my deepest belief, the mankind should acknowledge the divine functions of motherhood (9 month pregnancy and 9 month breast-feeding) among the mighty deeds so that the state would bear the responsibility on arranging the issue of childcare so that a mother – during and after [child delivery] – should be able to restore her physical as well as psychological functioning equally, without mental breakdown, as it used to be” – she wrote.

Over a century and a half after Babilina Khositashvili’s efforts, women and girls still fight for their rights for equal participation in social life along with household chores and childcare.

#Rights
#Equality
#Empowerment
For all women and girls!