
მარშა პი ჯონსონი – აფროამერიკელი ტრანს ქალი #FemWiki
✨ მარშა პი ჯონსონი ერთ-ერთი პირველი ტრანსგერდერი აქტივისტია, რომელიც წინ უძღოდა სტოუნვოლის მასობრივ აჯანყებებს. ეს აჯანყებები ამერიკასა და შემდგომ მთელ მსოფლიოში ლგბტქ+ უფლებების დაცვის პირველ ნაბიჯებად ითვლება.
️⚧ 1970 წელს, მან თავის მეგობარ სილვია რივერასთან ერთად დაარსა ორგანიზაცია “სტარი” (Street Transvestite Action Revolutionaries). ეს ორგანიზაცია იყო თავშესაფარი ქვიარ ადამიანებისთვის, რომელიც იცავდა ამ ადამიანთა უფლებებს.
მარშა მონაწილეობდა დრეგ პერფორმანსებში და იყო საკმაოდ ცნობილი ფიგურა იმ დროინდელ ქვიარ სახელოვნებო სცენაზე.
