
“მაშინ 19 წლის ვიყავი, აქტიური სტუდენტი. ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში მივდიოდი ავტობუსით პრეზენტაციის ჩასატარებლად, როცა კოსტავამდე არ მისულმა საშინელ ჭყლეტაში აღმოვაჩინე რომ ჩემზე მოკრული მამაკაცი რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, მოძრაობები რიტმული იყო და წამით გავიფიქრე ნუთუ…??
არ მინდოდა რომ სიმართლე ყოფილიყო, ჩემს ბარძაყზე მთლიანად მოკრული, თეთრ შარვალ-კოსტუმში ჩაცმული კაცი… უხერხული მოძრაობით ვცადე პოზა შემეცვალა, თუმცა უცებ კიდევ უფრო მეტად მომაჭირა. კოსტავას “მაკდონალდსთან” ავტობუსი გაჩერებაზე გაჩერდა, კაცი სწრაფი მოძრაოვით ავტობუსიდან ჩავიდა და მე ფეხზე რაღაც თბილი ვიგრძენი, დავიხედე და არასდროს დამავიწყდება ის სიბრაზე, სიმწარე, შეურაცხყოფა და უამრავი ემოცია რაც წამიერად ვიგრძენი თუმცა ვერც დაყვირება შევძელი, ვერც სხვა რაიმე, უბრალოდ სახე გამეყინა.
შემდეგი ჩემი გაჩერება იყო. ჩამოვედი, წესიერად არაფერი მახსოვს. ჩემს ბიძაშვილს დავურეკე, ლექციაზე იყო. გთხოვ ჩამოდითქო. ჩამოვიდა და მაშინ უკვე წამსკდა ცრემლები. სიკვდილი მინდოდა, საშინლად ვიყავი. იმ კაცის სახე მედგა თვალწინ, ის მოძრაობები, ის საშინელი შეგრძნება…
ძალიან ბევრი იდეა მქონდა როგორ შეიძლება მომეძებნა, მაგრამ ვერ შევძელი… დღემდე მახრჩობს ის მოგონება… მეწვის ის ადგილი გახსენებაზე…”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗️მოქმედების დროა ❗️
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
