
“მეორე კლასში ქართულ ცეკვაზე შემიყვანეს, ორი წელი დავდიოდი და შემდეგ უსახსრობის გამო ვეღარ გავაგრძელე. ჩემი ცეკვის მასწავლებელი 50 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. მუდმივად ვხედავდი მის ცოლს და პატარა შვილს (გოგონას).
11 წლის ვიყავი, საღამოს გვიან გავედი მაღაზიაში და მისი ცოლი შემხვდა, თბილად მელაპარაკებოდა ყოველთვის, დამპატიჟა მათთან სახლში და მეც დავთახმდი. ორსართულიანი ბინა იყო, ჩემმა მასწავლებელმა მეორე სართულზე ამიყვანა, რაღაც სიუჟეტი უნდა ეჩვენებინა. კომპიუტერთან დამსვა, თვითონ გვერდით მომიჯდა. ვიდეოს ყურების პროცესში ხელების ფათური დამიწყო, მკერდზე შემეხო. გაშეშებული ვიყავი, ვერ ვმოძრაობდი. კომპლიმენტებს მეუბნებოდა, შემდეგ საწოლზე წამოწვა და მეც მიმათრევდა, თან მეუბნებოდა – „მოდი, ახალგაზრდობა გამახსენეო“.
ტანსაცმლის გახდა რომ დააპირა, მივხვდი, უნდა მემოქმედა. მოვიკრიბე ძალა, ხელები გავაშვებინე და გამოვიქეცი. ჩავირბინე კიბეები და მის ცოლს ვუთხარი, ბებო გახდა ცუდად, სახლში უნდა წავიდე-მეთქი.
იმ დღეს ჩემი ბავშვობა დასრულდა, ამ კაცმა წამართვა. ვერავის ვუთხარი, შემეშინდა ხალხის კრიტიკის.
ახლა უკვე 20 წლის ვარ და დღემდე ცუდად მხდის ამ ამბის გახსენება. ჩემს თავს ვაიმედებ, კიდევ კარგი ძალა მეყო და გამოვექეცი, მაგრამ ვნანობ, რომ ხმა არ ამოვიღე. ამ კაცს ყოველდღიური შეხება აქვს ბავშვებთან, ვინ იცის კიდევ მსგავსი ისტორიით რამდენ ბავშვს დაუნგრია ფსიქიკა.”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა. შენი ისტორიის გაზიარება შეგიძლია აქ: https://docs.google.com/…/1FAIpQLSc5TV6B9Dl…/viewform…
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ. მოქმედების დროა!
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ (Embassy of the Netherlands in Georgia). გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.
