“ნამუშევარი შთაგონებულია მდინარე ასაზე (არხოტისწყალი) მოსმენილი ამბით, რომელიც დავიჯერე.

ერთ ქალს, დედათა წესის პერიოდში, სალოცავის მახლობლად, მდინარეში უბანავია და პასუხად, უშველებელ დევებს გაუტაციათ და დაუმწყვდევიათ გამოქვაბულში.

დევთა სახე-ხატი უარყოფით ენერგიასთან ერთად, ასოცირებულია იდუმალებასთან, რაც, ხშირ შემთხვევაში მიმზიდველია ცნობისმოყვარე პერსონაჟებისთვის, ისევე როგორც მენსტრუაციის არსებობა. ეს პერიოდი, მუდმივად გასამკლავებელი და მოსაგერიებელია, როგორც სუპერგმირისათვის – ურჩხული.

რაც შეეხება ტექნიკას, აჭარასა და აღმოსავლეთ მთიანეთში, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცეოდა ქარგვას, მისი სრულყოფილი ცოდნა და პირველი მენსტრუაცია ნიშნავდა ქალის ქორწინებისთვისთვის მზაობას და მზითვადაც ეს ნამუშევრები იყო აქტუალური. აღსანიშნავია, რომ ადრე, მაღალმთიან რეგიონებში და არამარტო, სწორედ ქარგვა და ქსოვა იყო ვიზუალური ხელოვნების ის დარგები, რომლებშიც ქალებს რეალიზება შეეძლოთ.”

ნამუშევარი ჩვენი პირველი წიგნიდან, ავტორი – ანა სარალიძე.

ვინც ვერ მოახერხეთ პრეზენტაციაზე მოსვლა, შეგიძლიათ ჩვენს ორგანიზებულ შეხვედრებს დაესწროთ და წიგნსაც თან გაგაყოლებთ. რეგიონებში წიგნის მოწოდებასთან დაკავშირებით, დაელოდეთ ინფორმაციას ჩვენს გვერდზე.