ნინო სალუქვაძე – ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიო სუპერთასზე ათი გამარჯვება და ყველა სინჯის მედალი აქვს მოგებული. #Femwiki

თითქმის 30 წლიანი კარიერის მანძილზე, ნინო მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი გახდა ტყვიის სროლაში.

ლეგენდარულ სპორტსმენს დამყარებული აქვს ოცამდე მსოფლიო რეკორდი.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში ნინო სალუქვაძე XX საუკუნის მეორე საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელდა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, სპორტსმენის კარიერის პარალელურად, ნინო ოლიმპიურ კომიტეტსა და ტყვიის სროლის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.