
პერფექციონიზმი ეს არის საკუთარი თავისადმი იმაზე მაღალი სტანდარტების დაწესება, ვიდრე ამას გარემობა მოითხოვს. გინდოდეს საუკეთესო საკუთარი თავისთვის – ეს, რა თქმა უნდა, ნორმალურია, თუმცა მუდმივმა სწრაფვამ იდეალურობისკენ შეიძლება საკუთარი თავის გადანდგურებამდე მიგვიყვანოს.
როდის არის უვნებელი პერფექციონიზმი?
როცა ადამიანი შრომისმოყვარეა და ლიდერის თვისებებით ხასიათდება, აქვს მაღალი, მაგრამ რეალისტური მოთხოვნები და სტანდარტი, საკუთარ თავს პოზიტიურად აფასებს, თუმცა პრეტენზიულია. მიუხედავად იმისა, რომ ძნელად მისაღწევ მიზნებს ისახავს, მიზნამდე მისაღწევი გზა სიამოვნებას ანიჭებს. რაც მთავარია, არ ეშინია წარუმატებლობის.
და რა არის ნევროტული პერფექციონიზმი?
ამ დროს ადამიანს წარუმატებლობის ძლიერი შიში იპყრობს და ფიქრობს – ან ყველაფერი, ან არაფერი. ფსიქოლოგების აზრით, ეს დამოკიდებულება და მდგომარეობა სათავეს ბავშვობაში იღებს. ხშირად ბავშვს ეუფლება განცდა, რომ ის ეყვარებათ მხოლოდ მაშინ, თუ საქმეს კარგად შეასრულებს, მკაცრი და მომთხოვნი მშობლების კრიტიკის გამო ეშინიათ შეცდომის დაშვების და იმედგაცრუების. სწორედ ამიტომ, ისინი პროცესისგან სიამოვნებას ვერ იღებენ.
არაჯნსაღი პერფექციონიზმის ნიშნებია:
გამძაფრებული წარუმატებლობის შიში;
მუდმივი უკმაყოფილების შეგრნება როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფი ადამიანების მიმართ;
მუდმივი თვითკრიტიკა და საკუთარი მიღწევების გაუფასურება;
იდეალური მომენტის ლოდინი და მუდმივი გაჭიანურება ყველაფრის, ე.წ. პროკასტინაცია;
მეორეხარისხოვან, არც ისე მნიშვნელოვან დეტალებზე ფიქრი;
სრულყოფილების მოპოვების სურვილი.
უნდა გვახსოვდეს, რომ გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა, ყველაფერში საჭიროა ზომიერება, მათ შორის საკუთარი თავის წინაშე წაყენებული მოთხოვნების დროსაც.
წარუმატებლობა და შეცდომები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იდეალური და სრულყოფილი კი არაფერი არსებობს ჩვენს გარშემო, მათ შორის არც ადამიანები.
