რა არის და რა იწვევს საშარდე გზების ინფექციას?
*(UTIs – Urinary Tract Infections)

საშარდე გზების ინფექცია ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც, როგორც წესი, კუჭ-ნაწლავის ბაქტერია იწვევს, რომელიც სწორი ნაწლავიდან მოხვდა საშარდე გზებში. საშარდე გზების ინფექცია მტკივნეულია და რა თქმა უნდა, საჭიროებს მკურნალობას, რომ თირკმელები არ დაზიანდეს.

ქალებში საშარდე გზების ინფიცირების რისკი 30%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში, რადგან ქალების შარდსადენი უფრო მოკლეა, რაც აადვილებს ბაქტერიების გადატანას შარდის ბუშტიდან თირკმლებში. საშარდე გზების ინფექცია გადამდები არ არის, თუმცა სქესობრივი აქტი საშარდე გზებში ბაქტერიების გადასროლას ხელს უწყობს.

თუმცა, სექსი ერთადერთი მიზეზი არ არის, რომლის გამოც შეიძლება ინფექცია განვითარდეს. ასეთივე მიზეზია ნებისმიერი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის შარდის ნორმალურ დინებას (თანდაყოლილი დაავადებები, თირკმლის კენჭი, უროლოგიური მანიპულაციები).

როგორც უკვე გითხარით, სქესობრივი კავშირი ზრდის საშარდე გზების დაინფიცირების რისკს, რადგან სქესობრივი კონტაქტის დროს იზრდება იმ ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საშარდე გზებში გადავიდნენ. ამიტომ, სექსის შემდეგ მოშარდვა არ დაგავიწყდეთ. გახსოვდეთ, რომ სექსის შემდეგ მოშარდვა ბაქტერიების გასაწმენდად ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გააკეთებთ პირველი 30 წუთის განმავლობაში.

საშარდე გზების ინფექციის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე, დაკავდეთ უსაფრთხო სექსით, არ დაიბანოთ სასქესო ორგანოები პარფიუმის შემცველი პროდუქტებით, იზრუნოთ თქვენი იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე, თვითნებური მკურნალობის მაგივრად, მიმართოთ ექიმს.

ილუსტრაცია: @jannedaba