რა სარგებელი მოაქვს ორგაზმს?

✨ ამაღლებს განწყობას.
ორგაზმის დროს, ჩვენს ორგანიზმსა და სისხლში გამოიყოფა “კარგი” ჰორმონები – სეროტონინი, დოფამინი, ენდორფინი, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ბედნიერ განწყობაზე.

✨ ხსნის ტკივილს.
ოქსიტოცინს, რომელიც ასევე ორგაზმის დროს გამოიყოფა, შეუძლია გარკვეული ტიპის ტკივილის შემსუბუქება. კვლევებით დადასტურებულია, რომ ორგაზმი ხელს უწყობს მენსტრუაციული და შაკიკთან დაკავშირებული ტკივილების შემსუბუქებას.

✨ აძლიერებს იმუნიტეტს.
რეგულარული ორგაზმი ჩვენს იმუნურ სისტემაზეც ახდენს გავლენას, რადგან ორგაზმის დროს, ორგანიზმში სტრესის მომხსნელი ჰორმონები გამოიყოფა. დადასტურებულია, რომ სტრესის დონის დაქვეითება აძლიერებს იმუნურ სისტემას და პირიქით. რეგულარულ ორგაზმს თქვენს ორგანიზმში შეუძლია 20%-ით გაზარდოს ინფექციასთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა.

✨ ხელს უწყობს ორგანიზმს, გამოიყურებოდეს მუდმივად ახალგაზრდულად და ჯანმრთელად.
ყოველ ჯერზე, ორგაზმის დროს, ორგანიზმში DHEA ჰორმონი გამოყოფა, რომელიც კუნთების სიძლიერეს, ძვლის სიმკვრივესა და ორგანიზმის საერთო სიჯანსაღეს უწყობს ხელს. “დაბერების საწინააღმდეგო” სახელით ცნობილი ჰორმონის გამომუშავება, მკვეთრად მცირდება 30-იან წლებში, თუმცა კვლევებით დადასტურებულია, რომ რეგულარული ორგაზმი DHEA-ის ბუნებრივი წყაროა.

✨ გეხმარებათ თქვენს სხეულთან კავშირის დამყარებაში.
ორგზამი, განსაკუთრებით მასტურბირებით მიღწეული, დაგეხმარებათ გაიგოთ, რა არის თქვენთვის სასიამოვნო, აღმოაჩინოთ ის, რაც აქამდე არ იცოდით საკუთარი სხეულის შესახებ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ საკუთარი სხეულის შეცნობისა და მიღების პროცესში.