
რამდენიმე ფაქტი, რაც “კამასუტრას” შესახებ უნდა ვიცოდეთ
ეროტიკული სიყვარულის ყველაზე სახელგანთქმული სახელმძღვანელო ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა “კამასუტრაზე” ლაპარაკობს, ამ წიგნზე ძირითადად ზედაპირული, ხშირად არასწორი, უხამსი წარმოდგენები არსებობს. და მაინც, რა არის “კამასუტრა”?
ინდოეთის სალიტერატურო ენაზე, სანსკრიტზე დაწერილი წიგნი ძირითადად ადამიანის სექსუალური ქცევის შესახებ გვიყვება, რომელიც ინდუისტი ფილოსოფოსის ვატსიანას მიერაა დაწერილი.
“კამა” ინდუისტური ცხოვრების ოთხი მთავარი მიზნიდან ერთ-ერთია, რაც სურვილს ნიშნავს, ადამიანის სექსუალური ლტოლვის ჩათვლით. რაც შეეხება “სუტრას”, სიტყვასიტყვით ნიშნავს ძაფს ან უბრალოდ ხაზს, რომელიც აერთიანებს ნივთებს (აქ იგულისხმება ადამიანი).
კამასუტრა ხშირად აღიქმება როგორც წიგნი სექსუალური პოზების შესახებ, თუმცა სინამდვილეში, ამ წიგნის მხოლოდ 20% ეთმობა სექსუალურ პოზებს.
კამასუტრა “ცხოვრების ოთხ მთავარ მიზანს” ემყარება, რომელიც ცნობილია როგორც პურუშართა:
დჰარმა, რაც ნიშნავს სათნო ცხოვრებას;
არტა – მატერიალური კეთილდღეობა;
კამა – სურვილი, მათ შორის სექსუალური ლტოვა;
მოქმა, რაც ნიშნავს განთავისუფლებას.
მიუხედავად იმისა, რომ “კამასუტრა” ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში შეიქმნა, ავტორი გვიყვება და აღწერს ისეთ მოვლენებს, რომლებზეც მანამდე არ ლაპარაკობდნენ. ის გაბედულად საუბრობს ქალის სექსუალობაზე, ორგაზმზე. მორალისგან და განსჯისგან სრულად დაცლილია, როცა საქმე ჰომოსექსუალებს და გენდერულად კომპლექსურ საკითხებს ეხება.
უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ მოუსმინოთ “ასათიანის კუთხის” ეპიზოდს:
https://www.radiotavisupleba.ge/amp/31127659.html
