
რუსეთის დუმამ, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც შეზღუდვებს აწესებს ლგბტქ თემის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებაზე.
დღეიდან რუსეთში ახალი აკრძალვა შემოდის ლგბტ საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში მედიის, რეკლამის, ინტერნეტის, ლიტერატურისა და კინოს საშუალებით. ასევე იკრძალება ფილმებზე ლიცენზიის მოწმობის გაცემა, თუ ის შეიცავს მასალას “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების” შესახებ.
კანონის ავტორი 390 დეპუტატია, მათ შორის ფრაქციის ყველა ლიდერი და ვიცე-სპიკერი.
ამავე კანონით “ლგბტ პროპაგანდისთვის” ჯარიმები და იურიდიული პირებისთვის საქმიანობის შეჩერებაც განსაზღვრულია.
როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ახალი კანონი საჯარო სივრცეებში ლგბტ თემის წარმომადგენლობის სრულ აკრძალვად გადაიქცევა.
წყარო: Reuters
