სისტემის მიერ, წლების განმავლობაში ორგანიზებული და მედიით გაშუქებული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლების მოპოვებით იწყება.

29 იანვარს, ტელევიზიასთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტის 2 თვის თავზე, ვიკრიბებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომ დავიბრუნოთ ხალხის მიერ მოპოვებული ეთერი და მოვითხოვოთ პროპაგანდისტი ხელმძღვანელობის გადადგომა.

გელოდებით 29 იანვარს, 19:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ერთად დავიბრუნოთ ხალხის ხმა!

ილუსტრაცია: @77723nn