
ქალების გამოგონებები #FemFacts
ხანძარი მაღალსართულიან შენობებში ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო აშშ-ში, ადამიანები ვერ ასწრებდნენ დროულად შენობების დატოვებას და მეხანძრეები მხოლოდ პირველ ოთხ სართულზე მცხოვრები ადამიანების გადარჩენას ახერხებდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ნიუ იორკში, როცა ხანძრის შედეგად ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, სწორედ ამიტომ ქალაქის მმართველებმა 60-იან წლებში აქტიურად დაიწყეს ფიქრი საევაკუაციო მეთოდებზე. მარტივი კონსტრუქციით აგებული კიბე, რომელიც დღესდღეობით თითქმის ყველა შენობის უკანა მხარეს არის დამაგრებული და ხანძრის დროს ეხმარება ადამიანს შენობის დატოვებაში, სწორედ ამ წლებში გამოიგონეს დ გამოგონების ავტორი ამერიკელი ქალი ანა კონელია.
ფლორენსი ჩვეულებრივი ამერიკელი დიასახლისი იყო, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებდა სამზარეულოში, რეცხავდა, გვიდა, ალაგებდა… ერთ დღესაც მას მაცივრის შექმნის იდეა მოუვიდა და დღეს სწორედ ამ ქალს უნდა ვუმადლოდეთ მაცივრის იმ ფორმით არსებობას, რაც თანამედროვე სამზარეულოებში დგას.
1919 წელს ელის პარკერმა დააპატენტა იდეა ცენტრალურ გათბობაზე, რომელსაც დღესდღეობით მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოში. ელის პარკერის ბავშვობაზე ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს, ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ ამ ქალის დამსახურებაა, მსოფლიოში უამრავი ადამიანი კომფორტული სისტემით რომ ათბობს სახლს.
წყარო: Netgazeti
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
