ქალი რეჟისორების რამდენიმე საუკეთესო ფილმი:

ქლოი ჟაო – ‘Nomadland’ (2020)

ფილმმა ოსკარის 93-ე დაჯილდოებაზე სამ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება. ქლოი ჟაო კი ისტორიაში პირველი აზიელი ქალი გახდა, რომელსაც ოსკარი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში მიენიჭა.
ფილმი გვიყვება ქალის, ფერნის ისტორიას, რომელიც გადაწყვეტს გაეცალოს მის საცხოვრებელ ადგილ ნევადას. საკუთარი ფურგონით იწყებს მოგზაურობას ამერიკის დასავლეთ ნაწილში და ხდება თანამედროვე მომთაბარე, რომელმაც უნდა აღმოაჩინოს ჩვეულებრივი საზოგადოების მიღმა არსებული სამყარო.

სოფია კოპოლა – ‘Lost In Translation’ (2003)

რეჟისორ სოფია კოპოლას რიგით მეორე მხატვრული ფილმი, რომელიც “ოსკარის” 4 ნომინაციაში იყო წარდგენილი, თანამედროვე იაპონური ქალაქის ფონზე განიხილავს მარტოობის, უძილობის, ეგზისტენციალური კრიზისისა და კულტურის თემებს. მთავარ გმირს, ასაკოვან მსახიობ ბობ ჰარისს, ბილი მური ასახიერებს, ხოლო სტუდენტ გოგონას შარლოტს, რომელსაც გმირი ტოკიოს ერთ-ერთ სასტუმროში გაიცნობს, სკარლეტ იოჰანსონი.

ჯეინ კემპიონი – ‘The Piano’ (1993)

ფილმში მეცხრამეტე საუკუნეში განვითარებული მოვლენებია ასახული, ძირითადი თემა კი მუნჯი ქალის (ჰოლი ჰანტერი) სასიყვარულო ურთიერთობაა, რომელიც შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში საქმროსთან ბრუნდება. როჯერ ებერტი წერდა: „ეს არის ერთ-ერთი უიშვიათესი ფილმი, რომელიც არ გვიყვება ისტორიებს მხოლოდ ცალკეულ პერსონაჟებზე ან მათ ცხოვრებაზე. ეს არის ფილმი, რომელიც გვიყვება გრძნობების მთელ სამყაროზე.“ ფილმმა სამ სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვა ოსკარი.