„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონში რიგი პრივილეგიები უქმდება.

პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და ხვალ ორი კენჭისყრით საბოლოოდ მიიღებენ.

♦︎ კანონპროექტით ზუსტდება ცილისწამების განმარტება;

♦︎ კანონის შინაარსობრივი რეგულირება გავრცელდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე;

♦︎ სასამართლოში ცილისწამების საქმეზე მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე;

♦︎ უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ;

♦︎ უქმდება კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის;

♦︎ ახალი რედაქციის მიღების შემდეგ, პროფესიული საიდუმლოების/წყაროს გამხელაზე უარი, შესაძლოა, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს;

♦︎ ახალი რედაქციის მიღების შემდეგ, გამოხატვის თავისუფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით;

♦︎ იცვლება ცილისწამებით მიღებული ზიანის ანაზღაურების წესი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ უარყოფა ან შესწორება არაა საკმარისი, მოპასუხეს, შესაძლოა, დაეკისროს ქონებრივი/არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

♦︎ ცილისწამების დავებს სასამართლო შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს. ცილისწამების დავაზე მორიგებისთვის 10 დღე განისაზღვრება.

Netgazeti