
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მკვეთრად მცირდება საქართველოსთვის საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი გრანტების რაოდენობა.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი გრანტების რაოდენობა 129.8 მილიონი ლარიდან 41,3 მილიონამდე მცირდება. უცხო სახელმწიფოთა მთავრობებისგან მიღებული გრანტები დაახლოებით 17 მილიონს შეადგენს, რაც წინა წლის გეგმაზე 3 მილიონით ნაკლებია.
სულ საერთაშორისო დონორებისგან დაახლოებით 60,3 მილიონი ლარის ოდენობის გრანტის მიღებაა გათვალისწინებული, როცა 2024 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 151 მილიონ ლარს შეადგენდა.
