ყველა მუსლიმს გილოცავთ რამადან ბაირამს

რამადან ბაირამი (იდ ალ-ფიტრი) ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია მუსლიმებისთვის, რაც ნიშნავს მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულს, რომელიც წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ, შავალის თვეში, რამდენიმე დღე აღინიშნება.
რამადან ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, გასცემენ მოწყალებას, შლიან დიდ საზეიმო სუფრებს. რამადან ბაირამი მუსლიმებისთვის შერიგების, სიკეთის დღესასწაულია.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 400 000-მდე მუსლიმი ცხოვრობს, რაც საერთო მოსახლეობის 11%-ია. მიუხედავად ამისა, დღესასწაულების აღსანიშნად მათთვის ოფიციალური დასვენების დღე საქართველოში არ არსებობს.

ილუსტრაციის ავტორი – Rahmad Kurniawan