
ჩვენი წილი სოლიდარობა ხელოვან სანდრო სულაბერიძეს ✊
4 თებერვალს, მან ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატი ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე დაწერა ფრაზა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”.
შსს-მ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრა და სანდრო სულაბერიძეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება.
❌ სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი სადამსჯელო საშუალებების გამოყენება საფრთხის წინაშე აყენებს სოციალური პროტესტისა და აზრის გამოხატვის თავისუფალ ნებას და მიზნად ისახავს მრავალფეროვნების, კრიტიკული აზრის გამოხატვის შესაძლებლობის აკრძალვას.
