
“ცეცხლი ოლიგარქიას!
ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს!”
ზუგდიდში წინააღმდეგობის მონაწილეები “ქართული ოცნების” რეპრესიული კანონის გაპროტესტების ნიშნად პიროტექნიკას იყენებენ. განმეორებითი ჯარიმების მიუხედავად, აქტივისტები დაუმორჩილებლობას აცხადებენ, მათ შორის: ბალაკლავის ტარებითა და სახის ნიღბების გამოყენებით.
8 იანვარს პოლიციამ ზუგდიდში ბალაკლავის ტარებისთვის მარიამ სიჭინავა მეექვსედ, ხოლო კერენ ესებუა მეოთხედ დააჯარიმა. აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი არ ცნობენ ხელისუფლებისა და სასამართლოს ლეგიტიმაციას, შესაბამისად არ აპირებენ ჯარიმის გადახდას, ან/და სასამართლოში გამოცხადებას.
GrlzWave-ის სახელით, მადლობა ყველას, ვინც ამ უკომპრომისო ბრძოლაშია ჩართული!
ილუსტრაცია: @putkunagogo
მასალა მომზადებულია ინიციატივა Global Platforms Georgia-ს და პროექტის Building A Future (BAF) ფარგლებში.
