ძუძუს კიბოს 10 ნიშანი, რომელსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ❗️

1️⃣უცნაური სიმაგრე

ყველაზე გავრცელებული ნიშანი, რომელიც სარძევე ჯირკვლის პრობლემაზე შეიძლება მიგვითითებდეს, ქსოვილის შემკვრივებული უბანი ან უბნებია. ამგვარი ცვლილებები უმეტესად კეთილთვისებიანია, თუმცა გადაგვარება გადაგვარებაა და რა თქმა უნდა, ყურადღებას მოითხოვს.

2️⃣გაღიზიანება, სიწითლე ან კანის გამუქება ძუძუს არეში

თუ დათვალიერებისას შეამჩნევთ რამე ტიპის გაღიზიანებას, ე.წ. ჩაღრმავებას კანზე, რომელიც აქამდე არ გქონიათ, ეს შეიძლება ძუძუს კიბოს ნიშანი იყოს, ამიტომ ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

3️⃣ძუძუს დვრილის ჩაბრუნება ან ნებისმიერი ფორმის სახეცვლილება

თუ ძუძუს დვრილი აქამდე ისეთი იყო, როგორიც დაბადებიდან გაქვთ და უცებ ფორმას იცვლის, ეს შეიძლება იყოს სიმსივნის ნიშანი, ამიტომ ყურადღების მიქცევა აუცილებელია.

4️⃣გამონადენი დვრილიდან

ძუძუდან გამონადენი იშვიათადაა ძუძუს კიბოს ნიშანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. მაგალითად, ყავისფერი ან მწვანე ფერის გამონადენი, ან
გამონადენთან ერთად, სხვა სიმპტომებიც, (სიმაგრე, კანის გაღიზიანება) შეიძლება მიუთითებდეს სიმსივნის არსებობას. თუმცა, აქვე გახსოვდეთ, რომ სარძევე სადინრის კეთილთვისებიანმა მდგომარეობამ, რომელსაც პაპილომა ეწოდება, შეიძლება ასევე გამოიწვიოს გამონადენი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სიმსივნე გაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

5️⃣დვრილის ქავილი

დვრილი ქავილი შეიძლება გამოიწვიოს გამომშრალმა კანმა, ან ალერგიამ, მაგრამ თუ კანს რეგულარულად იტენიანებთ და სხვა გარე გამღიზიანებელიც არ არსებობს, ეს შეიძლება სიმსივნის არსებობის წინაპირობა იყოს.

6️⃣ძუძუს შეშუპება

თუ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ მკერდი შესიებული და დაწითლებულია, ეს შეიძლება მიუთითებდეს სარძევე ჯირკვლის ანთებით სიმსივნიზე, რაც აუცილებლად საყურადღებოა.

7️⃣ძუძუს ზომის ან ფორმის ცვლილება

ძუძუს ფორმისა თუ ზომის ცვლილება შეიძლება სიმსივნეზე მიუთითებდეს, რაც აუცილებლად საყურადღებოა. თუმცა, აქვე გახსოვდეთ, რომ ეს ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს წონის კლებამ ან მატებამ, ორსულობამ, ძუძუთი კვებამ, მენტრუაციულმა ციკლმაც კი, ამიტომ კარგად დააკვირდით საკუთარ სხეულს და თავის დაზღვევით მიზნით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

8️⃣წონის სწრაფი კლება

თუ ცხოვრების წესი არ შეგიცვლიათ და მაინც ძალიან სწრაფად დაიკელით, ეს შეიძლება სიმსივნეზე მიუთითებდეს. თუ კლებას ემატება სხვა სიმპტომებიც, რომლებიც უკვე განვიხილეთ, რა თქმა უნდ, ეჭვი მართლდება ხოლმე. თუმცა, წონის ეს აუხსნელი კლება ყოველთვის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ნიშანი არ არის.

9️⃣უჩვეულო სიმძიმე და შესიება ძუძუს არეში

თუ მეძუძური დედა არ ხართ და გრძნობთ უჩვეულო სიმძიმესა და შესიებას მკერდის არეში ეს შეიძლება სიმსივნის ნიშანი იყოს.

მკერდის ტკივილი

მკერდის ტკივილი შეიძლება სხვადასხვა ჰორმონულმა ცვლილებამ გამოიწვიოს. მაგალითად, მენსტრუაციული ციკლის პერიოდში ძუძუს არეში ტკივილი გავრცელებული სიმპტომია და ნორმად ითვლება, მაგრამ თუ ტკივილი მენსტრუაციასთან არ არის დაკავშირებული და მუდმივი სახე აქვს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.✅