ხელოვანმა ანა ბელენკიმ დისნეის პრინცესები დედების როლში წარმოგვიდგინა.
ილუსტრაციების მთავარი გზავნილია, რომ ყველაფერი ზღაპარი არ არის.

“რამდენიმე დღის წინ ტომისთან თამაშისას სარკის წინ გავჩერდი და ღრმად ჩავიხედე ჩემს ანარეკლში. ვერ ვცნობდი ჩემს თავს, ეს ზედმეტი კილოგრამები და სტრიები ჩემთვის ახალი იყო. უცებ ტომიმ გამიღიმა და ტირილი დავიწყე, რადგან მივხვდი, რომ არასოდეს ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი. ახლა ვარ საკუთარი თავის ახალი ვერსია ჩემი პატარა ბიჭის წყალობით და ეს სტრიები ჩემი პირადი სიმამაცის მედალია.”