‍⚖️ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ანტი-ტრანს კანონს, რომელიც რუსეთში გენდერის შეცვლის ყველა ფორმას კრძალავს. მათ შორის, სქესის შეცვლისთვის განკუთვნილ ქირურგიულ ჩარევასა და ჰორმონოთერაპიას.

კანონი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ხელი 24 ივლისს მოაწერა, ტრანს ადამიანებს ასევე უკრძალავს ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერული იდენტობის შეცვლას. კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები მოიცავს ქორწინებების ანულირებასაც. თუ წყვილიდან ერთი გენდერს იცვლის, სახელმწიფო მათ კავშირს აუქმებს და შვილად აყვანის უფლებას ართმევს.

კანონის მომხრეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყნის ე.წ. ტრადიციული ღირებულებების “დასაცავად” გადადგეს.

“ტრადიციული ღირებულებების დასაცავად” ჩვენს ქვეყანაში ჯერ ოფიციალური კანონი არ მიუღიათ, თუმცა “ტრადიციულობის” დამცველებს ხელისუფლება მფარველობს. ამ ორს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ერთი ფორმალური და ოფიციალურია, მეორე – არა. თუ კიდევ გიჩნდებათ კითხვა, ბოლო წლებში, რა მიმართულებით ვითარდება ჩვენი ქვეყანა, პასუხი მარტივი და ლოგიკურია.